მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტაბილიზაციის ტენდენციაა, თუმცა ინფიცირების 2000 შემთხვევა მაინც ბევრია - გამყრელიძე

61447846c0872
ინგა მურუსიძე
17.09.21 15:32
383
"შეზღუდვებმაც და ვირუსის ტალღისებურმა ბუნებამაც სტაბილიზაციის ტენდენცია მოიტანა, თუმცა ინფიცირების 2000 შემთხვევა საქართველოსთვის მაინც ბევრია და წესების დაცვა აუცილებელია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეზღუდვების დაწესებაში ამირან გამყრელიძე გულისხმობს დიდი თავშეყრების და სუფრების აკრძალვას და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას.

„სიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ მიდის დამშვიდებისკენ. ინფიცირებას უკვე ჭარბობს ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. აქტიური შემთხვევების რიცხვი უკვე იკლებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იკლებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სიკვდილიანობას აქვს კლების ტენდენცია, მაგრამ ნელი ტემპით.