"საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა არის ბიზნესის მიერ ყველაზე ფართოდ დასახელებული გამოწვევა, რაც ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ასევე, ამას გავლენა აქვს ქვეყნის მიერ გრძელვადიან ჭრილში რეფორმების განხორციელებაზე", - ეს არის ამონარიდი ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გუშინ გამოქვეყნებული ერთობლივი კვლევიდან. ქვეყნის მთავარი დონორი ორგანიზაციების კვლევაში მოყვანილი მიგნებების და რეკომენდაციების კომენტირება დღეს მედიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სთხოვა.
“ეროვნული ბანკის აპოლიტიკურობიდან გამომდინარე, ამ სიტუაციას ვუყურებ მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური განვითარებისა და სტაბილურობის ჭრილში, ამიტომ ამაზე კომენტარს ჩემი კონპეტენციის ფარგლებში ვერ გავაკეთებ.
ზოგადად, ინვესტიციებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში არის ამის ნაკლებობა, რადგანაც პანდემია არ იყო პერიოდი, როცა ინვესტიციები უნდა განხორციელდეს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, რაც მოიაზრებს ბიუჯეტის კონსოლიდაციას, ვალის შემცირებას, სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, იქნება იმის საფუძველი, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აუცილებლად შემოვა და მათი შემოსვლა აუცილებლად გაგრძელდება”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
"წარსულში არსებული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში რეფორმების პროცესი შენელებულია", - ნათქვამია EIB და EBRD მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ კვლევაში. აღსანიშნია, რომ 94-გვერდიანი დოკუმენტის პირველივე თავში გაკეთებულია საქართველოს მთავრობისთვის ყურადსაღები განცხადება, რომ ქვეყანაში წარსულში არსებული პროგრესის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების პროცესი შენელებულია, ხოლო ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, პოლარიზაციის შემცირება, ასევე ფართო რეფორმების განხორციელება ეკონომიკის ყველა ძირითადი სექტორის მიმართულებებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი