მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტაციონარებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკო-ს რეგისტრაციისთვის 25 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ

6172b676d2490
ინგა მურუსიძე
22.10.21 21:19
647
30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას შეძლებენ, ისე როგორც ეს პირველი ტურის დროს მოხდა.

ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით,  23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს - 2 51-00-51 (0).

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური უბნები უკვე შეიქმნა.

"სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.

აღსანიშნავია, რომ  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები", - ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.