მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტაციონარში აქტიური ინფიცირების 15%-დან 25%-მდე შემთხვევა უნდა იმართოს - ამირან გამყრელიძე

5f9290105f048
ვიქტორია მღებრიშვილი
23.10.20 12:48
462
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების 14 000 აქტიური შემთხვევიდან, სტაციონარებში, დაახლოებით, 15%-დან 25%-მდე შემთხვევა უნდა იმართოს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა მოსახლეობას 2 სლოგანით მიმართა.

„ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები უნდა იმართოს ამბულატორიულ პირობებში ანუ ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი უსიმპტომოა ან მსუბუქად მიმდინარე. ამიტომ, მინდა, მოსახლეობას ასეთი სლოგანით მივმართო - თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი და ჰქონდეს მისი ტელეფონის ნომერი, რადგან სიმპტომების დაწყებისას, არ არის იმის ძიება საჭირო, სად ჩავიტაროთ ტესტი და როგორ - უნდა დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგებით. მოკლედ, დღევანდელ პირობებში, რადგან ამ დაავადების მთავარი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის სექტორზე გადადის, უნდა იცოდეთ ვინაა თქვენი ოჯახის ექიმი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გარე სივრცეებშიც აუცილებლად ატარონ პირბადე.

"3 დიდ და ცხელ წერტილში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში  გარდა დახურული სივრცეებისა, პირბადის ტარება აუცილებელია ღია სივრცეებშიც - ესაა ჩემი მეორე სლოგანი და მოწოდება, რამეთუ ინფექცია ამ სამ რეგიონში ინტენსიურად ცირკულირებს. მივეჩვიოთ ცხოვრებას პირბადით ისე, როგორც თითოეულ თქვენთაგანს ჯიბეში უდევს ცხვირსახოცი. ეს დაგვჭირდება სულ მცირე 1 – 1.5 წელი. შემოვიდა ტერმინი კოვიდის გრიპიზაცია ანუ მსგავსად გრიპისა, კოვიდიც სეზონურად იქნება ხოლმე და ამას უნდა მივეჩვიოთ“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.