მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტაჟირება საზღვარგარეთ უმუშევრობასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა - Euronews

6267b3e9db796
მარიამ ადამია
30.04.22 00:13
1354
ევროკავშირში ახალგაზრდების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, ახალი პროექტი ALMA ჩაეშვა, რომელიც დაინტერესებულ პირებს, სამუშაოსა და გამოცდილების მიღების მიზნით, საზღვარგარეთ აგზავნის. პროგრამა მათი შესაძლებლობების რეალიზაციასა და შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

დღეს ევროპაში ყოველი მერვე ახალგაზრდა არც სწავლობს, არც კვალიფიკაციის ამაღლებას ცდილობს და თავისთავად არც მუშაობს. მათ დასახმარებლად კი, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2013 წელს ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრულ ვადაში ანუ 4 თვეში სპეციალური კურსების, სტაჟირებისა თუ განათლების მიღების შედეგად, მათ დასაქმებას უზრულველყოფდა. პირველივე წელს ინიციატივამ 3 მილიონამდე ადამიანი დაასაქმა.

დღევანდელი სტატისტიკით, მათი რაოდენობა 36 მილიონს უტოლდება, თუმცა პანდემიურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ეს საკმარისი არაა და პარალელურად, მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროპაში ახალგაზრდების ახალი ჯგუფი გაჩნდა - უკრაინელები, რომლებიც ომს გამოექცნენ და სამუშაოსა და განათლების მიღების შესაძლებლობების ძიება ევროპაში დაიწყეს. თავის მხრივ ევროკავშირმა მათ ეს უფლება მიანიჭა და დაფინანსებაც გამოყო, ანუ რეგიონული განვითარებისა და სოციალური ფონდის გამოუყენებელი სახსრებიდან, ქვეყნებს შესაძლებლობა აქვთ ფული აიღონ და მოახმარონ უკრაინელ ლტოლვილებს. ასევე ევროკავშირი ამარტივებს დიპლომების აღიარების პროცესს, რაც საბოლოოდ, ახალგაზრდების დასაქმებისა და რეალიზაციის პრობლემას შეამცირებს, ხოლო როგორც გამოცემა Euronews წერს, პროექტი ALMA, მათ მხარდაჭერასაც ისახავს მიზნად. 

ინფორმაციისთვის, ევროკავშირში 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდები სრული მოსახლეობის მეექვსედს შეადგენენ. ეს ის თაობაა, რომელიც პანდემიის ეკონომიკური ეფექტებით, ჩაკეტილობითა და კარანტინით ყველაზე მეტად დაზარალდნენ, დაკარგეს სამუშაო და შემოსავალი. ახლა კი, საკუთარი თავისა და რეალიზაციის საშუალებას შრომით ბაზარზე ისევ ეძებენ.