მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტამბოლში თვითმფრინავი დაფრენისას ბილიკიდან გადავიდა და სამ ნაწილად დაიშალა

5e3aed2dee3e5
BM.GE
05.02.20 20:18
1647

თურქეთის ქალაქ სტამბოლის აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე ავარია მოხდა. ამის შესახებ "როიტერსი" იტყობინება. შემთხვევა საბიჰა გოქჩენის აეროპორტში მოხდა. ლაინერი ქალაქ იზმირიდან მიფრინავდა.

როგორც "სქაინიუსი" წერს, თვითმფრინავი დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა და შემდეგ სამ ნაწილად დაიშალა.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა. თუმცა, არიან დაშავებულები.

ავარიის შემდეგ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.