მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტამბოლში თვითმფრინავის ავარიის შედეგად 120 ადამიანი დაშავდა

5e3b0f360c281
BM.GE
05.02.20 22:52
1448
თურქეთის ქალაქ სტამბოლის აეროპორტში „პეგასუსის“ თვითმფრინავის ავარიის შედეგად 120 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ The Associated Press-ი წერს.

ინციდენტი "საბიჰა გოქჩენის" აეროპორტში მოხდა. ლაინერი, რომელიც იზმირიდან მიფრინავდა, დაფრენისას ბილიკიდან გადავიდა და სამ ნაწილად დაიშალა. ცხოური მედიის ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლიც გაუჩნდა, თუმცა, მისი ჩაქრობა მალევე შეძლეს.

დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ბორტზე 177 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 6 წევრი. საბედნიეროდ, დაღუპულები არ არიან.