მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტანდარტების შეუსაბამო ბენზინის/დიზელის შემოტანა 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება

5f1480940bd40
BM.GE
19.07.20 21:13
1295

საქართველოში ისეთი საწვავის იმპორტირება, რომელიც მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება, კრიმინალიზებული ქმედება გახდა. ამას პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტმა კენჭი პარასკევს უყარა.

სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების ავტორი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და დეპუტატი კახა კუჭავა არიან.

კანონი დარღვევის პირველადი შემთხვევებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში პატიმრობაც არის განსაზღვრული.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი:

"1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, – გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარით და იმპორტირებული შესაბამისი საწვავის საბაჟო ღირებულების 10-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, – გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 000 ლარით და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსი:

„მუხლი 1981 . საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამავე მუხლით გათვალისწინებულ საგანს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ამავე მუხლით გათვალისწინებული საგნის ნებაყოფლობით ჩაბარებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით განაცხადებს აღნიშნული საგნის წარდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.

ცვლილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. პროექტის განმარტებით ბარათში უხარისხო საწვავის იმპორტირების სტატისტიკური მაჩვენებლები იყო მოყვანილი. 

ოლო წლებში ავტოგასამართი სადგურების შემოწმების შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით:

- 2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა 10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში, შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით.
- 2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა
- 2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის 270- მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში.
- 2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.