4 იანვრის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ინიციატორი ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და ამჟამად დეპუტატი მიხეილ დაუშვილია, ჯერჯერობით, ერთპარტიულ პარლამენტში კამათის მიზეზი გახდა. საქმე იმაშია, რომ კანონპროექტი შრომის კოდექსიდან მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას ითვალისწინებს, რაც შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს. კანონპროექტის ინიციატორი ირწმუნება, რომ ცვლილების ერთადერთი მიზანი ტექნიკური ხარვეზის გასწორებაა, რადგან კანონპროექტის ორი სხვადასხვა მუხლი ერთი და იგივე შინაარსისაა და მას კოდექსის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ფარავს, თუმცა ყოფილ ბიზნესომბუდსმენს კოლეგების ამაში დარწმუნება გარკვეულწილად გაუჭირდა. მათ შორის იყო თეა წულუკიანიც.
„შრომის კოდექსის მე-4 მუხლი არის დახუნძლული და ბევრ სასიკეთო ბერკეტს აძლევს დასაქმებულს, რომ მისი უფლებები შრომით ურთიერთობებში იყოს დაცული, მაგრამ მე-4 მუხლში არსადააა ნახსენები კონკურსი, ვაკანსიის გამოცხადების მომენტი და წინასახელშეკრულებო ურთიერთობები. შესაბამისად, ის ნორმა, რომლის ამოღებასაც თქვენ გვთავაზობთ, არის დამატებითი ბერკეტი დასაქმებული პირის ხელში, რომ სასამართლოში თუ გაუხდა წასასვლელი, უკეთესად დაიცვას თავისი უფლებები; ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი შრომით ურთიერთობებში. სტანდარტი ახლა არის აქ, ხელით რომ გაჩვენოთ (თეა წულუკიანმა ხელი შუბლთან მიიტანა) და გინდათ აქ - დაბლა იყოს და ჩვენ ეს არ გვინდა, რადგან მაღალი რომ ყოფილიყო სტანდარტი, ამაში ძალიან ბევრი ძალისხმევაა ჩადებული... და ეს დიდი მონაპოვარი დასაქმებულისთვის, ერთი ხელის მოსმით შრომის კოდექსიდან ვერ ამოიშლება“, - მიმართა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს.
საკმაოდ ვრცელი კამათის შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ცვლილებების ინიციატორს აღნიშნული პუნქტის კოდექსში დატოვების წინადადება შესთავაზა. „გთავაზობთ, რომ მე-2 მუხლის მესამე პუნქტი დარჩეს შრომის კოდექსში ანუ არ იყოს ამოღებული. შესაბამისად, ის დისკუსია, რაც აქ წარმოიშვა, იქნება გათვალისწინებული და ორ სხვადასხვა პუნქტში - როგორც წინასახელშეკრულებო, ისე სახელშეკრულებო პერიოდებში დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით ჩადებული რეგულაციები დარჩება იქ, სადაც იქ არის. შესაბამისად, გთავაზობთ, კანონპროექტს ამ დათქმით ვუყაროთ კენჭი“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ. მიხეილ დაუშვილმა წარმოდგენილი წინადადება მიზანშეწონილად მიიჩნია და საბოლოოდ, პარლამენტმა კანონპროექტი აღნიშნული დათქმით დაამტკიცა. რაც შეეხება ცვლილებების პაკეტში შემავალ კიდევ ორ კანონპროექტს, დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, მათი კენჭისყრა 5 იანვრის სხდომისთვის გადაიდო.
„ბიზნესს გაუხარდება ამას თუ წავშლით, მაგრამ...“ - წულუკიანმა დაუშვილს ინიციატივა დაუწუნა
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი