მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტანდარტიზებული შეფუთვა თუ ზიანის შემცირების სტრატეგია - რა არის დიდი ბრიტანეთის წარმატების მიზეზი?

6215f009f0d57
BM.GE
23.02.22 12:21
769
დღეს დიდ ბრიტანეთში 6.9 მილიონი მწეველია. თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით, ქვეყნის მთავრობა არაერთ საკანონმდებლო ინსტრუმენტს მიმართავს.

გატარებული ინიციატივების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში მწეველთა როდენობა 2015 წლიდან 2020 წლამდე 17.2%-დან 12.3%-მდე შემცირდა.

საინტერესოა, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილება - მკაცრი შეზღუდვების დაწესებამ თუ პროგრესულმა საკანონმდებლო მიდგომამ?

თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა - მნიშვნელოვანი ნაბიჯი თამბაქოს უკვამლო მომავლის შესაქმნელად?

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას „სტანდარტიზებული შეფუთვის“ მოთხოვნა წარმოადგენდა, რომელიც ინგლისში 2016 წელს დაწესდა და 2017 წელს უკვე სრულად მოქმედებდა ბაზარზე.
მაშინ, როდესაც 2014-2015 წლებში სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 0.9%-ით მცირდებოდა, 2015-2016 წლებში ეს მაჩვენებელი 1.4%-მდე გაიზარდა.

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს ქვეყანაში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 17.2%-ს გაუტოლდა. უფრო მეტიც, ამ წელს, მწეველთა 56.7%-მა დაანება თავი ტრადიციულ მოწევას, ეს კი 1974 წლის შემდეგ უპრეცედენტო მაჩვენებელი იყო.

2016-2017 წლებში, მაშინ, როდესაც “სადა შეფუთვა” უკვე მოქმედებდა ბაზარზე, მწეველთა რაოდენობა 0.6%-ით შემცირდა, ხოლო შემდეგ ყოველი წლის განმავლობაში 0.5%-ით იკლებდა.

მართალია, “სტანდარტიზებული შეფუთვა” ხელს უწყობს სიგარეტის მოხმარების შემცირებას, თუმცა, არ არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ თამბაქოს სადა შეფუთვამ ხელი შეუწყო თამბაქოს მწეველთა რაოდენობის შემცირების დაჩქარებას. რაც ნიშნავს იმას, რომ დიდ ბრიტანეთში მწეველთა რაოდენობის სწრაფად შემცირების გამომწვევი მიზეზი პარალელურად სხვა ფაქტორებშიც უნდა ვეძიოთ.

რამ განაპირობა მწეველთა რაოდენობის შემცირება?

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ 2012 წლიდან 2015 წლამდე ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტების მომხმარებელთა რაოდენობა 700 000-დან2.3 მილიონამდე გაიზარდა. რაც ნიშნავს იმას, რომ მწეველთა დიდმა ნაწილმა თავი დაანება ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას და ის ნიკოტინის მიღების ალტერნატიული, შემცირებული რისკის მქონე ალტერნატივით ჩაანაცვლა.

უფრო მეტიც, 2016 წელს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის გამოჩენის შემდეგ, ქვეყანაში 2.8 მილიონმა ადამიანმა თავი დაანება ტრადიციულ მოწევას და გადავიდა უკვამლო მოწყობილობის მოხმარებაზე. ეს ტენდენცია კი წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა. შედეგად, 2021 წლისთვის, დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მომხმარებელთა რაოდენობა 3.6 მილიონს გაუტოლდა.

შედეგად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მოახდინა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების ზიანის შემცირების სტრატეგიაში იმპლემენტაცია. ზიანის შემცირების სტრატეგია პოლიტიკური და საკანონმდებლო ინიციატივების ერთობლიობაა, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს ზიანის შემცველი პროდუქტებისა და მავნე ნივთიერებების უარყოფითი ზეგავლენა და მათი მოხმარების შედეგები. თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს კი (ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები წარმოადგენს.

სამეცნიერო კვლევების თანახმად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები 90-95%-ით ამცირებენ მოწევასთან დაკავშირებულ რისკებს.

მართალია, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობა არ წარმოადგენს მოწევისთვის თავის დანებების ალტერნატივას, თუმცა, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ინსტიტუტი (Public Health England) აღიარებს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც გაამარტივებს ელექტრონული სიგარეტებისა და ნიკოტინის მიწოდების უკვამლო მოწყობილობების, როგორც სამედიცინო მოხმარების პროდუქტების ლიცენზირების პროცესს. ეს ინიციატივა კი გაერთიანებულ სამეფოს პირველ ქვეყანად აქცევს მსოფლიოში, რომელიც ელექტრონულ სიგარეტებს როგორც მოწევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების საშუალებას აღიარებს და მას ექიმის ცნობით გასცემს.

“მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები თამბაქოს პროდუქტის სახეობაა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ ტრადიციული სიგარეტის მოხმარების თამბაქოს უკვამლო ალტერნატიული მოწყობილობით ჩანაცვლება ამცირებს მოწევასთან დაკავშირებულ რისკებს. ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს, თავი დაანებონ მოწევას და ხელი შევუწყოთ იმ ადამიანების ალტერნატიულ პროდუქტებზე გადასვლას, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას,“ - აღნიშნავს სემა კენედი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი.