მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ჰორეკა სექტორში FDI $87 მლნ-ით შემცირდა - TOP-20 ინვესტორი

5fd1ffeb41aaf
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.20 16:40
1447
ეპიდემიის გავრცელების შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარებაში სტუმარ-მასპინძლობის სექტორი რომ აღმოჩნდა, ამას მთავრობის მიერ პირველი მხარდაჭერის პაკეტები და შემდგომ პერიოდში ანტიკრიზისულ პაკეტებში სექტორისთვის გაწერილი ფინანსური დახმარების მოცულობებიც ცხადყოფს. ჰორეკა სექტორის მძიმე მდგომარეობაზე საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობებიც მეტყველებს.

საქსტატის მონაცემებით, სასტუმროების და რესტორნების სექტორში 2020 წლის 9 თვეში FDI 76.6%-ით ანუ 87 მლნ დოლარით შემცირდა და 26.6 მლნ დოლარი შეადგინა.

BM.GE დაინტერესდა, მიმდინარე წლის 9 თვეში ვინ დებდა ფულს ჰორეკა სექტორში. საქსტატიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის სამ კვარტალში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მიხედვით TOP-20 ინვესტორ კომპანიაში შედის:

• შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები;
• შპს დაბი გრუპ ჯორჯია;
• შპს რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია;
• შპს გუდაური სქი რესორტ;
• შპს დრიმლენდ ოაზისი;
• სს თურქეთის ავიახაზების თბილისის ფილიალი;
• შპს ტურინვესტი;
• სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში;
• შპს რუსთაველი ფროფერთი;
• შპს რიტელ;
• შპს ბრიგიტე;
• შპს ასტორია;
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
• შპს ბუქინგ.ქომ (ჯორჯია);
• შპს ლერმონტ;
• შპს ილევენ ჯი;
• შპს დელტა ჯორჯია;
• სს მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი;
• შპს გოლდმაინ;
• შპს ხოტელ ელევენ სკაი.

მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის III კვარტალში სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წ. III კვ. – 36.1 მლნ დოლარი) 78.2%-ით შემცირდა და მხოლოდ 7.9 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება TOP-ინვესტორების 20-ეულს, ის მცირედით განსხვავებულია.

• შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები;
• შპს დაბი გრუპ ჯორჯია;
• შპს რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია;
• შპს დრიმლენდ ოაზისი;
• შპს ტურინვესტი;
• შპს მარი ჯგუფი;
• სს ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში;
• შპს რუსთაველი ფროფერთი;
• შპს ასტორია;
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
• შპს ფრენჩ ბეიქერი;
• შპს ლერმონტ;
• ი ბუქინგ ცენტრის ფილიალი საქართველოში;
• შპს ილევენ ჯი;
• შპს ქოფიშოპ ჯორჯია;
• შპს დელტა ჯორჯია;
• შპს ტმი;
• შპს გოლდმაინ;
• შპს ორბი გინზა;
• შპს ქარაფი.

ცნობისთვის: 2019 წელს ჰორეკა სექტორში $120 მლნ-ის FDI ჩაიდო, 2018-ში კი - $82.3 მლნ.