მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-ი და Amazon Go ნიუ-იორკში ღია კონცეფციის მაღაზიებს გახსნიან

619644e7e242a
ნათია თაქთაქიშვილი
18.11.21 23:30
517
Starbucks-ი და Amazon Go ნიუ-იორკში ღია კონცეფციის მაღაზიებს გახსნიან, სადაც მომხმარებელს გრძელ რიგში დგომა აღარ მოუწევს და ისინი თანხას სპეციალური აპლიკაციიდან მაღაზიის დატოვებისას გადაიხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომხმარებელი სასურველი პროდუქციის შერჩევას ონლაინ რეჟიმში შეძლებს, რომელიც მას მითითებული დროისთვის გასატანად მზად დახვდება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სურვილი აქვს ღია ტიპის მაღაზიას თავად ესტუმროს და აირჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი, შიგნით შესვლას თითის ანაბეჭდის ან აპლიკაციის მეშვეობით შეძლებს.

მაღაზიაში შესულ მომხმარებელს იქვე განთავსებული კამერები აკვირდება თუ რა პროდუქციას ყიდულობს, საფასურის გადახდაც მას არჩეული პროდუქციის შესაბამისად უწევს. აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა არ ვრცელდება Starbucks-ის ბარისტას მიერ მომზადებულ პროდუქციაზე და შესაბამისად, ამ შემთხვევაში მომხმარებელს გადახდა მოლარესთან უწევს.

Starbucks-ი აღნიშნული ტიპის მაღაზიას მიმდინარე კვირას გახსნის ნიუ-იორკში, ხოლო მომავალი წლისთვის კიდევ ორი ღია ტიპის მაღაზიის გახსნას გეგმავს, მათგან ერთი ისევ ნიუ-იორკში განთავსდება, ხოლო მესამე მაღაზიის მდებარეობა ჯერ დადგენილი არ არის. გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე იმის პროგნოზირება თუ რამდენად წარმატებული იქნება ღია კონცეფციის მაღაზიები შეუძლებელია.