მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-ი ივნისის დასაწყისთვის მაღაზიების 90%-ის გახსნას გეგმავს

5eaadae4a834f
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.20 18:30
1083
მსოფლიოში ცნობილი ყავის მწარმოებელი კომპანია Starbucks-ი ივნისის დასაწყისთვის მაღაზიების 90%-ის გახსნას გეგმავს. ამჟამად კომპანიის მაღაზიების უმეტესობა აშშ-ში დახურული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს.

Starbucks-ის მთავარი ფინანსური ოფიცრის პატრიკ გრიზმერის განცხადებით, კომპანია მაღაზიებს ეტაპობრივად გახსნის. ის აღნიშნავს, რომ კომპანიაში ცვლილებები ხორციელდება, რათა სოციალური დისტანცირების ნორმები იყოს დაცული; ასევე, Starbucks-ი  სამუშაო საათების შემცირებას გეგმავს.

გრიზმერის თქმით, გახსნიდან საწყის ეტაპზე კომპანია “თან წაღების სერვისს“ გააქტიურებს და ასევე, აპირებს პროდუქტის მიწოდების სერვისი კიდევ უფრო დახვეწოს.