მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-ი მომხმარებელს ყავას ფასიანი ჭიქებითაც შესთავაზებს

606dc4141365f
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.21 01:00
775
მსოფლიოში ცნობილი ყავის მწარმოებელი კომპანია Starbucks-ი მომხმარებელს ყავას, უფასო ჭიქების პარალელურად, ფასიანი ჭიქებითაც შესთავაზებს. ჭიქის სავარაუდო ღირებულება 1 აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის მიხედვით, ფასიანი ჭიქის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელს მისი წაღების და ხელახალი გამოყენების შესაძლებლობა ექნება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის ჭიქას დააბრუნებს, გადახდილ თანხას Starbucks-ი უკან დაუბრუნებს.

აღსანიშნავია, რომ თუ კლიენტი ჭიქას უკან აბრუნებს, ის შესაბამისი ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვით იწმინდება და ახალ მომხმარებელს ისე გადაეცემა.

CNN წერს, რომ აღნიშნული პროექტი საპილოტეა და საწყის ეტაპზე მხოლოდ სიეტლის მასშტაბით განთავსებულ მაღაზიებზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ Starbucks-მა აღნიშნული პროგრამა ნარჩენების შემცირების კამპანიის ფარგლებში დაიწყო, რომლის მიხედვით, კომპანიის ნარჩენები 2030 წლამდე 50%-ით მაინც უნდა შემცირდეს.