09.ივნისი .2021 23:00

Starbucks-ი მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების დაბრუნებას გეგმავს

Starbucks-ი მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების დაბრუნებას გეგმავს
views 244
უკან

მსოფლიოში ცნობილი ყავის საცალო გაყიდვების ქსელი Starbucks-ი მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების დაბრუნებას გეგმავს, რადგან კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით დაღმასვლის ტრენდით ხასიათდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Starbucks-ის კაფეტერიებში მრავალჯერადი გამოყენების ჭიქები 22 ივნისიდან დაბრუნდება. COVID-რეგულაციების შერბილების ფონზე, გასული თვიდან Starbucks-ი და ასევე სხვა დაწესებულებები აღარ ითხოვენ ნიღბების გამოყენებას სრულად ვაქცინირებული ადამიანებისგან.

Starbucks-ის კაფეტერიებში მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების მოხმარებისას ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული, ხოლო ჭიქები დამუშავდება სპეციალური წესით. მომსახურე პერსონალს ჭიქასთან უშუალო შეხება არ ექნება, რადგან ჭიქა მოთავსებული იქნება სპეციალურ კერამიკულ ჯამში.

აღსანიშნავია, რომ მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების გამოყენება არ იგეგმება „თან წაღების სერვისის“ დროს.

Starbucks-ის განცხადებით, კომპანია მრავალჯერადი მოხმარების ჭიქების გამოყენებას ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის მასშტაბით 2025 წლიდან გეგმავს.

CNBC წერს, რომ Starbucks-ის აქციებზე ფასი წელს 4%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 131 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.