მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-ი NFT ბიზნესში შედის

624d6846620c1
მარიამ ადამია
07.04.22 00:30
1132
Starbucks წელს NFT ბიზნესში შედის. ამის შესახებ კი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარდ შულცმა განაცხადა. მისი თქმით, ის უკვე სწავლობს ციფრული აქტივების ბიზნესსა და თავისებურებებს. 

აღსანიშნავია, რომ ის ცოტა ხნის წინ Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დროებით დაუბრუნდა და საქმეს, მიმდინარე კვირას მას შემდეგ შეუდგა, რაც კევინ ჯონსონმა, Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, ხუთწლიანი კარიერა დაასრულა. შულცი კომპანიაში იმ დროს ბრუნდება, როდესაც, გუნდი, ჯერ კიდევ პანდემიურ ზარალთან გამკლავებასა და ძველი რიტმის დაბრუნებას ცდილობს. ეს პერიოდი გიგანტური ბრენდისთვის საკმაოდ რთული იყო, რადგან მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ობიექტის დახურვა მოუწიათ, ნაწილის გადარჩენა კი, მოახერეს.

გარდა ამისა, BusinessInsider-ის ინფორმაციით, შულცმა გასულ კვირას, Starbucks-ის აქციების შესყიდვის დაგეგმილი პროგრამა შეაჩერა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მას მეტი ინვესტიციის განხორციელებისა და თანამშრომლებისა და მაღაზიების განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიის მოგების ზრდას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, მსოფლიოში ცნობილი ყავის მწარმოებელი კომპანია Starbucks-ი, აშშ-ის მასშტაბით სრულად ღიაა და რთული წლის შემდეგ გაყიდვები პანდემიამდელ მდგომარეობას ეტაპობრივად უბრუნდება. თუმცა კომპანიამ უკრაინას მხარდაწერა გამოუცხადა და რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეაჩერა, სადაც ყველა ფილიალი დახურა.

აღსანიშნავია, რომ NFT-ის ბაზარი, ანუ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტოკენები, რომლებიც მფლობელებს მუსიკის, ხელოვნებისა და სხვადასხვა საინტერესო კოლექციიდან ნივთების ციფრულ აქტივებად გადაქცევის შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურად იზრდება. 2021 წელი ამ მიმართულებით გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ვაჭრობის მოცულობა, Nonfungible-ის მონაცემების თანახმად, 17,6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 82 მილიონი დოლარი იყო. ასევე გასულ წელს მხოლოდ კრისტის აუქციონზე, NFT-ის შესაძენად 69 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული კოლექცია კი, Bored Ape Yacht Club collection და CryptoPunk-ია. რაც შეეხება Starbucks-ს, თუ რა ფორმით გეგმავენ აღნიშნული მიმართულებით ოპერირებას, კომპანია უახლოეს მომავალში გაამხელს.