მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-ის მეორე კვარტლის შემოსავლები 46%-ით შემცირდა

5e8f0a37f366b
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.20 21:15
830
მსოფლიოში ყავახანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი ბრენდი Starbucks-ი აცხადებს, რომ მეორე კვარტლის შემოსავლები თითქმის განახევრებულია, რაც ორ ყველაზე მსხვილ ბაზარზე გაყიდვების შემცირებით არის გამოწვეული. გაყიდვების შემცირება კი კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

კომპანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აშშ-ში და კერძოდ სიეტლის Starbucks-ის ქსელში გაყიდვები 60-70%-ით არის შემცირებული.

მიუხედავად შექმნილი კრიზისული მდგომარეობისა, კომპანია აღნიშნავს, რომ მათი თანამშრომლები ანაზღაურებას სრულად მიიღებენ მაისის თვეშიც, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც დამატებითი საათების განმავლობაში მუშაობენ, ბონუსის სახით მიიღებენ 3 აშშ დოლარს ყოველ საათზე.

რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც კომპანიისთვის მეორე ყველაზე მსხვილი ბაზარია, იქ გაყიდვები 50%-ით შემცირებული რჩება, მაგრამ მდგომარეობა გაუმჯობესებულია თებერვლის თვესთან შედარებით, რადგან Starbucks-ის გაყიდვები აღნიშნული პერიოდში 90%-ით იყო შემცირებული.

კომპანია მეორე კვარტლის დეტალური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას 28 აპრილს გეგმავს.