Starbucks-მა ჩინეთში ფილიალების დაახლოებით ნახევარი დახურა, რათა საკუთარი თანამშრომლები კორონავირუსისგან დაიცვას და ასევე, მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს მცდელობას, შეამციროს ვირუსის გავრცელების საფრთხე. ამის შესახებ მედია ორგანზაცია BBC-ი წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ყავის მაღაზიათა ქსელი აცხადებს, რომ კორონავრუსს კომპანიის ფინანსურ შედეგებზე ნეგატიური გავლენა აქვს. ამერიკის შემდეგ Starbucks-ს ყველაზე მეტი ფილიალი ჩინეთის ბაზარზე აქვს და მათი რიცხვი დაახლოებით 4,300-ს უტოლდება.
Starbucks-მა პირველი მაღაზია პეკინში, 1999 წლის იანვარში გახსნა. ჩინეთის გაყიდვები Starbucks-ის გლობალური შემოსავლის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს, რაც კომპანიის ფინასნური ზრდის თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი წილია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.