მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-მა კორონავირუსის გამო, ჩინეთში 2,000 ფილიალი დახურა

5e314096ebc18
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.20 14:30
962
Starbucks-მა ჩინეთში ფილიალების დაახლოებით ნახევარი დახურა, რათა საკუთარი თანამშრომლები კორონავირუსისგან დაიცვას და ასევე, მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს მცდელობას, შეამციროს ვირუსის გავრცელების საფრთხე. ამის შესახებ მედია ორგანზაცია BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ყავის მაღაზიათა ქსელი აცხადებს, რომ კორონავრუსს კომპანიის ფინანსურ შედეგებზე ნეგატიური გავლენა აქვს. ამერიკის შემდეგ Starbucks-ს ყველაზე მეტი ფილიალი ჩინეთის ბაზარზე აქვს და მათი რიცხვი დაახლოებით 4,300-ს უტოლდება.

Starbucks-მა პირველი მაღაზია პეკინში, 1999 წლის იანვარში გახსნა. ჩინეთის გაყიდვები Starbucks-ის გლობალური შემოსავლის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს, რაც კომპანიის ფინასნური ზრდის თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი წილია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.