მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starbucks-მა მომხმარებლებს დაპირებების ნუსხა გააცნო, რომლებსაც 2030 წლისთვის შეასრულებს

5e298aad00423
ნათია თაქთაქიშვილი
23.01.20 23:40
1063
ამერიკული Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოში ცნობილი ყავის მწარმოებელი და რესტორნების მფლობელი კომპანია Starbucks-ი "მწვანე გეგმების" შესახებ აცხადებს. კომპანიებს ხშირად მომხმარებლის მოთხოვნები უბიძგებთ ცვლილებებისკენ და ეს შემთხვევაც ამის მაგალითია.

22 იანვარს, Starbucks-მა ფართო საზოგადოებას დაპირებების ნუსხა გააცნო, რომლებსაც აუცილებლად შეასრულებს 2030 წლისთვის. როგორც კომპანია აღნიშნავს, შეიძლება მათი გეგმები არც ისე მასშტაბური და „აგრესულია“, მაგრამ ცვლილების განხორციელების საჭიროება უპირობოა.

კერძოდ, კომპანია გეგმავს შეამციროს ნახშირორჟანგის გამოყოფა და დაზოგოს ყავის წარმოებაში გამოყენებული წყლის 50%-ი. ასევე გეგმავს უფრო მეტად გაამწვანოს 28,000-მდე მაღაზია მსოფლიოს მასშტაბით და მომხმარებელი გადაიყვანოს „ეკოლოგიურად უფრო სუფთა მენიუზე“. Starbucks-ი ასევე დიდ ყურადღებას მიაქცევს პროდუქტის შესაფუთ მასალას და კონტეინერებს, რომელიც ეკო-მეგობრული მასალისგან დამზადდება.