23.მაისი .2022 19:13

Starbucks რუსეთს ტოვებს და 130 ლიცენზირებულ კაფეს ხურავს

Starbucks რუსეთს ტოვებს და 130 ლიცენზირებულ კაფეს ხურავს
views 733
უკან

15-წლიანი ოპერირების შემდეგ, Starbucks-ი რუსეთის ბაზარს დატოვებს და შეუერთდება კომპანიებს: McDonald's, Exxon Mobil და British American Tobacco, რომლებიც რუსეთის ბაზრიდან გადიან. ამის შესახებ cnbc-ი წერს.

შესაბამისი განაცხადი კომპანიამ დღეს გააკეთა.

გამოცემის ცნობით, Starbucks-ი რუსეთში 130 ლოკაციაზე ფლობდა ობიექტს, საიდანაც წლიური შემოსავალი 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა.

Starbucks-მა ასევე განაცხადა, რომ 2000 რუს თანამშრომელს მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ანაზღაურებას გადაუხდის.