მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სტარტაპერობა გუნდური სპორტია” - ბილ რაიქარტი

647ad4c6e8a45
გიორგი არონია
03.06.23 10:40
551
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ანტრეპრენიორობა, მეწარმეობა და სტარტაპერობა გუნდური სპორტია, ასე რომ დამფუძნებლებმა კომპანია გუნდურად უნდა მოაწყონ და თანამშრომლები გუნდელებად აიყვანონ და არა დაქვემდებარებულებად ან მსახურებად, - ამის შესახებ სილიკონის ველზე დაფუძნებული ვენჩერული ფონდის, Pegasus Tech Ventures-ის უფროსმა პარტნიორმა, ბილ რაიქარტმა BMG-ისთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანტრეპრენიორებს, ზოგჯერ, საკუთარი ეგოს დაძლევა და გუნდურობის მნიშვნელობის გააზრება უჭირთ.

კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც ვენჩერული ინვესტორი ქართველ სტარტაპერებს აძლევს, კონკურენტულ შეთავაზებაზე ფოკუსირებაა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც შემიძლია ანტრეპრენიორებს მივცე, ესაა - კონკურენტულ შეთავაზებაზე კონცენტრირდით. ბევრი ანტრეპრენიორი ზედმეტად უღრმავდება პროდუქტს და იმ კომპანიების უმეტესობა, რომელთაც ჩვენ ვხვდებით, სწორედ პროდუქტზე ფოკუსირდება. წესით, ეს ლოგიკურია, რადგან ფულს პროდუქტის გაყიდვით ვშოულობთ, ჰო? არა! კარიერის დასაწყისში, ჩემმა მენტორმა მითხრა, რომ მომხმარებელი ყიდულობს არა პროდუქტს, არამედ სარგებელს, რომელსაც სთავაზობ. ბევრი ანტრეპრენიორი ერთ ხეზე ფოკუსირდება და ავიწყდება, რომ ტყეში იმყოფება, ასე კი მთელი არსი იკარგება. არსი კი ისაა, რომ შენს სამიზნე მომხმარებელს საინტერესო სარგებელი შესთავაზო, რადგან გაყიდვების გენერირება და მასშტაბირება მხოლოდ ასე შეიძლება”, - აღნიშნავს ბილ რაიქარტი ბიემჯისთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ $2 მილიარდად შეფასებული Pegasus Tech Ventures-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ამერიკული ვენჩერული ფონდია, რომელმაც, სხვადასხვა დროს, ინვესტიცია SpaceX-ში, Airbnb-ში, Twitter-ში, 23&Me-ში, Coinbase-სა და სხვა არაერთ წარმატებულ მრავალმილიარდიან კომპანიაში განახორციელა.