მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

5da99fa64da4e
BM.GE
18.10.19 15:17
986
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან. Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი, Sacha Michaud იქნება. საშა ანთერფრენერია, რომელსაც 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ინტერნეტ კომპანიების განვითარებაში, არის რამდენიმე დიჯიტალ ბიზნესის დამფუძნებელი, მათ შორის Latinred, რომელიც შემდგომ StarMedia-მ იყიდა. 2015 წლიდან კი 4 პარტნიორთან ერთად კი მსოფლიოში წამყვანი მიტანის სერვისის აპლიკაცია, GLOVO, შექმნა. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება, ენთერფრენერობა, GLOVO-ს შექმნისა და განვითარების ისტორია იქნება მთავარი სასაუბრო თემა Startup Grind-ის სტუმრებთან.

ბარსელონაში დაფუძნებული კომპანია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ, მალევე გახდა პოპულარული სხვა ქვეყნებშიც და დღესდღეობით უკვე 4 კონტინენტის 25 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

საქართველოში GLOVO 2018 წლის შემოდგომიდანაა ხელმისაწვდომი, 4 ქალაქი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი. გარდა საკვებისა, GLOVO-ს აპლიკაციის საშუალებით საჩუქრების, ყვავილების, ფარმაცევტული პროდუქტების, სუპერმარკეტების ასორტიმენტის და სხვა ნებისმიერი სასურველი პროდუქციის მიღება-გაგზავნა შეგიძლიათ. 24/7 მიწოდების სერვისი, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, 1000-ზე მეტი პარტნიორი კურიერი და საერთო ჯამში 1200-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი - ეს ის მონაცემებია, რაც ამ ერთი წლის მანძილზე, GLOVO-ს მიერ მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს.

უფრო დაწვრილებით, GLOVO-ს განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, Startup Grind-ზე მოისმენთ. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.startupgrind.ge