მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი ბოდიში, მაგრამ სისულელეა" - ხაზარაძე ღარიბაშვილის 10-წლიან გეგმაზე

60b0e21197048
ინგა მურუსიძე
29.05.21 14:35
1183
"100 დღეში საქართველოს ეკონომიკის განვითარების 10-წლიან გეგმას წარვადგენთ", - ეს დაპირება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 თვის წინ გასცა. 100 დღე სწორედ მაისის ბოლოს იწურება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, სამინისტროებმა თავიანთი პროფილებით გეგმის ნაწილი წარადგინეს და ამჟამად გეგმის საბოლოო ვერსიის დახვეწა მიმდინარეობს.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამ ყველაფერს "სისულელეს უწოდებს". ამ თემაზე მან #BMGDRIVE-ში ისაუბრა და თქვა, რომ გეგმას საზოგადოების ნდობის მოპოვება გაუჭირდება.

„ქვეყანას არ გააჩნია სტრატეგიული განვითარების ეკონომიკური გეგმა; დიდი ბოდიში, მაგრამ დაანონსებული გეგმა სისულელეა; როცა მეორედ მოდიხარ ხელისუფლებაში და ახლა იწყებ ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმის წერას, აქ ამას არავინ ენდობა. 9 წელი რომ ხარ ხელისუფლებაში და არც ერთ პრემიერს წინამორბედის საქმე არ გაუგრძელებია, რომელ ერთობაზე, სტრატეგიულ გეგმაზეა საუბარი? ეს არ გამოვა, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, რეალურ განვითარებაზე ვერ გადავალთ. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ სწორი გეგმის და სწორი მენეჯმენტის პირობებში ამ ქვეყნის ეკონომიკა გავაორმაგოთ. გვაქვს შანსი ძალიან სწრაფი განვითარების. გვინდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ეს არის აუცილებელი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დეპუტატის თქმით, „ლელო“  პარლამენტს ეკონომიკური განვითარების გეგმას შესთავაზებს.