კომპანიის მართვის დაწყებიდან პირველივე თვეს, მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ილონ მასკი სოციალურ ქსელთან დაკავშირებით კარდინალურ ცვლილებებს ახორციელებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან, Twitter-ის ვერიფიკაციის ფუნქცია და ლურჯი ნიშანი ფასიანი გახდა და მისი საფასური თვეში 8 დოლარით განისაზღვრა.
მასკის განმარტებით, Twitter-ის ფასიანი სერვისის მომხმარებელი საძიებო სისტემასა და კომენტარების სექციაში პრიორიტეტს მიიღებს; გარდა ამისა, ვერიფიცირებული მომხმარებლები სოციალურ ქსელში განთავსებული რეკლამების მხოლოდ ნახევარს ნახავენ და ისინი შედარებით ხანგრძლივი ვიდეოების ატვირთვის ფუნქციასაც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მასკის ინიციატივას სოციალური ქსელის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ამტკიცებს, რომ Twitter-ის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შემოსავლების გაზრდა, ვერიფიცირების კომერციალიზაცია კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
მასკის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოთა შორისაა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც. მისი განცხადებით, ის მზად არის ილონ მასკს Twitter-ის ვერიფიცირების ფუნქციის 8-დოლარიანი თვიური გადასახადის გამო შეევაჭროს.
"ვერიფიცირების საფასური ჩვენთვის შეიძლება განსხვავებული იყოს. შესაძლოა, ჩვენ მასთან [მასკთან] გარკვეული დიპლომატიური მოლაპარაკებები ვაწარმოოთ", - განაცხადა ერდოღანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი