მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონი NATO-ს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს

6217591c6f4d8
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 14:07
862
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი NATO-ს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს–  ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. 

"ეს არის კატასტროფა მთლიანად კონტინენტისთვის; დღეს მე უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ქვეყანას სპეციალურ ბრიფინგზე მივმართავ;

მე ასევე ვესაუბრები დიდი შვიდეულის ლიდერებს და მოვუწოდებ ნატოს ყველა ლიდერს სასწრაფო შეხვედრისკენ, რაც შეიძლება მალე," - წერს ბორის ჯონსონი. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა; ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე.

აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.