მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტატისტიკა - აშშ-ის საკონსულო საქართველოში ტურისტული ვიზის აპლიკანტების 64%-ს უარს ეუბნება

5def699ae40af
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.19 13:49
2591
რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, თბილისში აშშ-ის საკონსულოს მიერ ტურისტული და ბიზნეს მიზნებისთვის B კატეგორიის ვიზაზე უარის თქმის სტატისტიკური მაჩვენებლები ყველაზე მაღალია. 

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის (ფისკალური წლის) სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა მიერ საკონსულოში შეტანილი აპლიკაციების 63.85%-ს საკონსულო უარყოფით პასუხს აძლევს. 

შედარებისთვის, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი - 25.45%, რუსეთში - 15.19%, თურქეთში - 19.19%, სომხეთში კი, 51.65%-ა. 

B კატეგორიის ვიზებზე უარის მაჩვენებლის სტატისტიკა 



ამავე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოსთვის უარის თქმის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 

უარის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ჩრდილოეთ კორეისთვისაა, სადაც უარი 100%-ს შეადგენს. 

მრავალია მიზეზი, რის გამოც, აპლიკაციას საკონსულო უარს ეუბნება, მათ შორისაა დაშვებული შეცდომები, არასაკმარისი ფინანსური რესურსი და სხვა.