მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტატისტიკა: საქართველოში მართვის მოწმობას უფრო მეტი ქალი იღებს, ვიდრე კაცი

5f89e8744bfc9
მადონა გასანოვა
17.10.20 00:20
2400
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების ბოლოდროინდელი სტატისტიკა ქალთა დომინირებაზე მიუთითებს. ასე მაგალითად, 2020 წლის აგვისტოს განმავლობაში ჯამში 757 მართვის მოწმობა გაიცა. აღნიშნული რიცხვი მცირედით განსხვავდებოდა 2020 წლის ივლისის მონაცემებისგან. ივლისში გაცემული მოწმობების რაოდენობამ 761 შეადგინა. ქალები, რომელთა საშუალო ასაკიც 35 წელია, ახალბედა მძღოლებს შორის დომინირებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში გაცემული 757 მართვის მოწმობიდან ქალთა რიცხვი 367 იყო, ხოლო მამაკაცთა რიცხვმა 339 შეადგინა. ამასთან, ჯამური სტატისტიკიდან სქესის განსაზღვრა 51 შემთხვევაში არ მომხდარა. გარდა ამისა, აგვისტოში გაცემული მართვის მოწმობების უდიდესი წილი საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. მათგან მხოლოდ 47 მოდიოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

2020 წლის აგვისტოს მსგავსად, ქალები 2020 წლის ივლისშიც დომინირებდნენ. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის ივლისში 761 მართვის მოწმობა გაიცა. მათგან ქალთა რიცხვმა, რომელთა საშუალო ასაკიც 35 წელი იყო, 367 შეადგინა, ხოლო მამაკაცთა რიცხვმა, რომელთა საშუალო ასაკიც 33 წელი იყო - 343. სქესის განსაზღვრა 51 პირისთვის არ მომხდარა.

რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის მანძილზე საქართველოში სულ 8 314 მართვის მოწმობა გაიცა. აღნიშნულიდან 4 015 ქალებზე მოდიოდა, რომელთა საშუალო ასაკიც 34 წელი იყო, ხოლო მამაკაცებზე - 3 882, რომელთა საშუალო ასაკიც 33 წელი იყო. სქესის განსაზღვრა 417 პირისთვის არ მომხდარა.

იხილეთ ინგლისური ვერსია