მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტეფანწმინდა-ლარსის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

6249c4303e27a
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.22 20:02
987
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ცნობისთვის: ჰაერის ტემპერატურის მატების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის საშუალო დონიდან გამომდინარე აღნიშნულ მონაკვეთზე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.