2022 წლის ახალი წლის ღამე რესტორან “სტეიკჰაუსისთვის” მომგებიანი აღმოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნავს, დამატებითი შეზღუდვების არარსებობამ საზოგადოებას სადღესასწაულო დღეებში რესტორნებში შესვლის შესაძლებლობა მისცა.
ბურჯანაძის თქმითვე, 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს რესტორანში, როგორც მომხმარებლის, ასევე შემოსავლის რაოდენობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მისივე განმარტებით, წლევანდელი ახალი წლის ღამის, გასულ წელთან შედარება რთულია, რადგან გასულ წელს სწორედ ამ პერიოდში მათი სექტორი უდიდესი კრიზისის წინაშე იდგა. რაც შეეხება მოლოდინებს, ბურჯანაძის განცხადებით, 2022 წლის მოლოდინი 2021 წელთან შედარებით უკეთესია.
“ახალი წლის ღამემ ჩვენი ბიზნესისთვის ნამდვილად გაამართლა. თუ ქვეყნების მიხედვით ვიმსჯელებთ, ბევრი მომხმარებელი რუსეთიდან და უკრაინიდან გვყავდა, თუმცა ადგილობრივი მომხმარებლებიც გვსტუმრობდნენ. სექტორი წელს ნამდვილად გამოცოცხლებულია.
საზოგადოება სადღესასწაულო სიტუაციებს მონატრებულია და დადებითი დინამიკა სწორედ ამან გვიჩვენა. 2022 წელს ჩვენ რეალურად კოვიდს ვამარცხებთ და დადებითი მოლოდინიც აქედან გამომდინარე იზრდება” - განმარტა ბურჯანაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი