მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stellantis-ი ელექტრომობილების წარმოებაში 30 მილიარდ ევროს დააბანდებს

60e8508a29513
ნათია თაქთაქიშვილი
09.07.21 21:50
581
ავტოკონცერნი Stellantis-ი, რომელიც 14-მდე ბრენდს აერთიანებს, მათ შორის Peugeot-ს, Jeep-ს, Ram-ს, Fiat-ს და Opel-ს, სრულიად ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის. ავტოკონცერნი ამ მიმართულებით 30 მილიარდი ევროს დაბანდებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ როგორც ავტოკონცერნში აცხადებენ, 2016 წლიდან მხოლოდ ელექტრონულ ავტომობილებს გაყიდიან, შესაბამისად Stellantis-ი ელემენტების საწარმოსაც ააშენებს ევროპასა და აშშ-ში.

გარდა ამისა, Stellantis-ი აცხადებს, რომ ავტოკონცერნი მაქსიმალურად ეცდება ხელმისაწვდომი ავტომობილები შესთავაზოს მომხმარებელს, თუმცა ფასებს ამ ეტაპზე არ ასახელებს.

ამასთან, Stellantis-ი 2021 წლის ბოლოდან უკვე გეგმავს ფურგონის ტიპის ელექტრომობილების გამოშვებას.

არსებული ინფორმაციით, Stellantis-ის ელექტრომობილები ერთი დამუხტვით 500-800 კმ გავლას შეძლებენ.