30.იანვარი .2020 16:23

სტიპენდია ქართული საჯარო ან არასამთავრობო სექტორის ინოვატორი მენეჯერისთვის

views 342
უკან

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან (BAG) პარტნიორობით აცხადებს სტიპენდიას გამორჩეული საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის (CEU Executive MBA).

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის განკუთვნილი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (CEU Executive MBA) ღირებულების - 25 000 ევროს 95%-მდე დაფინანსებას. სტიპენდია გაიცემა არასამთავრობო ან საჯარო სექტორში მომუშავე ერთი მენეჯერისთვის (მათ შორის ცენტრალურ და ადგილობრივ/მუნიციპალურ ხელისუფლებაში, საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სამედიცინო ან კულტურის დაწესებულებებში მომუშავეთათვის), რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი საჯარო სექტორის ინოვაციის, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებაში; სარგებლობს პატივისცემით სამოქალაქო და ბიზნეს-წრეებში, გამოირჩევა მაღალი პიროვნული პასუხისმგებლობითა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემით.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და შესაბამისად, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება - განათლება. სწორედ ამიტომ, სიამოვნებით მივიღეთ შემოთავაზება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისგან, გავმხდარიყავით მათი პარტნიორი. როგორც პარტნიორმა ორგანიზაციამ, გამოვაცხადეთ სამაგისტრო პროგრამის სტიპენდია და აქტიურად ჩავერთეთ შერჩევის პროცესში. საბოლოოდ, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი, შეძლებს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება აქტიურად გამოიყენოს საკუთარი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის“ - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://bag.ge/ 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა