ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიით დაზიანებული ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციას გეგმავს. ამისთვის უწყებამ შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი ნებართვის მისაღებად მიმართა.
26-27 ივნისს, საქართველოში არსებულმა სტიქიამ და უხვმა ნალექმა ამ საგზაო მონაკვეთის 22-35 კმ-ის დაზიანება გამოიწვია, რის გამოც ადგილზე მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის შეფასებით, ამ გზის რეაბილიტაცია 10 მილიონი ლარი დაჯდება.
"2022 წლის 26-27 ივნისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად, არსებული ხევებიდან მოვარდნილმა ღვარცოფულმა გამონატანებმა გადაკეტა გზის სავალი ნაწილი. ადიდებული მდინარე არაგვის მიერ დაზიანებულ და გამორეცხილ იქნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის ცალკეულ სექციებზე მიწის ვაკისი და შეწყდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სტიქიის შედეგად ჩაწყვეტილია, დაზიანებულია და გამორეცხილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთები და მათზე არსებული ხიდები, რის შედეგადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაკეტილია და მოსახლეობა მოწყვეტილია რაიონულ და რეგიონალურ ცენტრს.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზაზე შექმნილი მდგომარეობის შესწავლა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 43-ე კმ.-მდე, ვინაიდან ამ მონაკვეთში მდინარის მიერ მთლიანად წაღებულია მიწის ვაკისი და ავტოსატრანსპორტო საშუალებების და პირთა გადაადგილება შეუძლებელია ჩაწყვეტილი მონაკვეთის შემდგომ.
აუცილებელია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებების მიღება და საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების პარალელურად, სალიკვიდაციო და დაზიანებული მიწის ვაკისის და ხელოვნური ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების განხორციელება უმოკლეს ვადებში,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი