მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა დაიწყო

61002616bfa38
BM.GE
27.07.21 19:26
580
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძლიერი წვიმის შდეგად განვითარებული სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

"ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 165 მონაკვეთზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი. ორივე მონაკვეთზე დილიდან აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადებში აღდგენისათვის ჩასატარებელი სამუშაოების განსაზღვრის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები დილიდან ადგილზე ეცნობოდნენ მდგომარეობას.

ამჟამად საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მძიმე ტექნიკის საშუალებით, აწარმოებს აქტიურ გაწმენდით და დროებითი გზების მოსაწყობად საჭირო სამუშაოებს, სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადებში აღსადგენად, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზებაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს თავი შეიკავონ ამ მიმართულებებით გადაადგილებისაგან და დაემორჩილონ გზაზე დაწესებულ რეჟიმებს.

ამ დროისათვის საავტომობილო მიმოსვლა ორივე მიმართულებით კვლავ აკრძალულია",- ნათქვამია განცხადებაში.