მთავრობას 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე აქვს დაგეგმილი. ამ პროგნოზს ეფუძნება 13-მილიარდიანი საგადასახადო გეგმა, რომლის აკრეფასაც ფინანსთა სამინისტრო გეგმავს, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო სავალუტო ფონდმა წელს საქართველოს ზრდის პროგნოზი 3.2%-მდე შეამცირა.
ეკონომისტ მიხეილ კუკავას შეფასებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებაზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რადგანაც ბიუჯეტით დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა არ იქნება მიღწეული.
2022 წლის ბიუჯეტით მთავრობა 19.2 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც ბიუჯეტის რეკორდული მოცულობაა.
"ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობა ახლაც დგას. მე ვიტყოდი, რომ კითხვა მდგომარეობს იმაში, დაინახავს თუ არა მთავრობა ამ აუცილებლობას.
ამის აუცილებლობის პირველი ნიშნები მაშინ გაჩნდა, როდესაც ყველამ - მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და IMF-მა განაცხადეს, რომ წელს ჩვენ არ გვექნება ისეთი ეკონომიკური ზრდა, რაზეც გათვლილია 2022 წლის ბიუჯეტი. კორექტირების აუცილებლობა უკვე დამდგარია დღის წესრიგში.
2020 წელთან შედარებით, წელს იგეგმება 2 მილიარდი ლარით უფრო მეტი ხარჯის გაწევა. მთავრობა ფიქრობს, რომ ამ დამატებითი ხარჯებით შესაძლებელია ეკონომიკის სტიმულირება, როდესაც ეს 2 მილიარდი ლარი ან დამატებით უნდა ამოვიღოთ გადასახადის გადამხდელებისგან ან უნდა ავიღოთ დამატებით ვალი.
ამდენად 2 მილიარდი ლარის გაშვება, რასაც შეიძლება ფიქრობდეს მთავრობა, რომ გამართლებულია, არის კონტრპროდუქტიული, რადგან ეს ინფლაციის სტიმულირებას ახდენს. შედეგად კი ეროვნულ ბანკს უხდება ამ ინფლაციის გამო ლარის გაძვირება და რეფინანსირების განაკვეთიც უკვე რეკორდულ ნიშნულზეა", - განაცხადა მიხეილ კუკავამ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი