მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტისთვის ემზადება

5d9d7c1c9174d
მიხეილ ხაჩიძე
09.10.19 15:30
742
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სტოლტენბერგი საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში 11 ოქტომბერს ჩავა.

"ნატო–ს გენერალური მდივანი თურქეთს პარასკევს, 2019 წლის 11 ოქტომბერს ეწვევა. ის სტამბოლში ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას შეხვდება", - ნათქვამია ნატო-ს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

როგორც ცნობილია, თურქეთში ვიზიტამდე, სტოლტენბერგი 9 ოქტომბერს იტალიაში, ხოლო 10 ოქტომბერს საბერძნეთში გამართავს მაღალი რანგის მოლაპარაკებებს.