მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტოლტენბერგის თქმით, ხვალ უკრაინის, საქართველოს, ფინეთის, შვედეთის და EU-ს წარმომადგენლებთან ისაუბრებენ

6230a0dd1999a
შოთა ტყეშელაშვილი
15.03.22 18:21
1266
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ხვალ NATO-ს და NATO-ს პარტნიორებს შორის მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი დაესწრება.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ NATO-ს სხვა პარტნიორებიც, მათ შორის საქართველო, ფინეთი და შვედეთი.

“ხვალ შემოგვიერთდება უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი და ჩვენი სხვა პარტნიორები - საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი.

მთელი მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს, ნატო და მისი პარტნიორები გმობენ ამ ომს", - ამბობს სტოლტენბერგი.