მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

StopCoV ფონდში 128 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

5e9721459e6f2
BM.GE
15.04.20 18:57
1058
15 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:

· სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, 30 ათასი ლარი
· იბეროილი, 30 ათასი ლარი
· ლილო მოლი, 20 ათასი ლარი
· შპს გოფრატარა, 10 ათასი ლარი
· არქიტექტურა და სამშენებლოკორპორაცია-ასკო, 10 ათასი ლარი
· რესტორნების ქსელი "კახელები", ჭიჭიკო გოლეთიანი, 5 ათასი ლარი
· პაგი ჯგუფი, 5 ათასი ლარი

ამასთან, "ქართული ოცნების" მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

გარდა ამისა,  ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები. ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს "ბლექ სი არენა ჯორჯიას" და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით, ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.