მთავრობას მივმართავ ინიციატივით, StopCoV ფონდში არსებული თანხის ნაწილი მოხმარდეს სტარტაპ-ფერმერებს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც StopCoV ფონდში შეიტანა თანხა. დღეს ამ ფონდში 125 მილიონი ლარია მობილიზებული. მთავრობას მივმართავ ინიციატივით, ამ თანხის ნაწილი მოხმარდეს სტარტაპ-ფერმერებს, ანუ ხალხს, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა სოფელში და გადაწყვიტა მცირე მეურნეობის მოწყობა. ასეთი დღეს ათიათასობით ოჯახია. თუ ჩვენ ამ ადამიანებს დავეხმარებით მეურნეობის გამართვაში, ეს იქნება მათთვის ანკესის მიცემა და არა თევზის. აგრო-კალენდარი ჯერ კიდევ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ხალხმა წელსვე მოიყვანოს ბოსტნეული ან მოაშენოს ფრინველი. ეს ყველაფერი სასურსათო უსაფრთხოების კუთხითაც დაეხმარება ქვეყანას, რაც წელს დიდი გამოწვევაა. თუმცა მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის სწორი კონსულტაციების მიცემაც, ვინაიდან მათ ეს ყველაფერი სწორად უნდა განახორციელონ.
ასევე, აუცილებელია უფლება მიეცეთ სოფლად მცხოვრებ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებს დაკავდნენ სოფლის მეურნეობით, რაც ხშირად, მათთვის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი იყო. ეს წესი დროებით უნდა შეიცვალოს", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?