მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stop.cov ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი კანონის შესაბამისად დაიხრჯება - ბიზნესომბუდსმენი

5e79dca340ab7
დავით ჯალაღონია
24.03.20 14:16
1650
ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილის განცხადებით, Stop.cov ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიხარჯება.

"ერთხელ უკვე ვთქვით, რომ ასეთი ტიპის შემოთავაზებები ბიზნესის და მოქალაქეების მხრიდან ძალიან მიზნობრივი იყო, სხვადასხვა მიმართულებების საპასუხოდ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში, ამ საჭიროებების კონსოლიდაცია მოვახდინოთ და აკუმულირებული თანხები სწორად მივმართოთ კონკრეტული საჭიროებებისთვის. ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი იქნება დახარჯული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რაც ყველაზე მნიშვნელვანია, როგორც ჩარიცხვა, ასევე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საჯარო ინფორმაციის სახით მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა", - განმარტა მიხეილ დაუშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით, Stop.cov ფონდში ამ ეტაპზე 5 მილიონი ლარია აკუმულირებული.

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთმა კომპანიამ და ათეულობით მოქალაქემ მოგვართა, რომ მათ სურდათ დახმარებოდნენ სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ერთიანი ფონდი, რომლსაც ჰქვია StopCov ფონდი და რომლის მიზანია, ასეთი ტიპის დახმარებების მხარდაჭერა ერთ წერტილში მოხდეს და იმის მიხედვით, თუ სად იქნება ყველაზე აუცილებელი საჭიროებები სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეებისთვის, მოხდეს ამ ფონდში აკუმულირებელი თანხების მიმართვა სწორედ მიზნობრივად, ამ საჭიროებების საპასუხოდ.

„ბიზნესის, სახელმწიფოს და საზოგადოების გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი სიახლე მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის ფონდში აკუმულირებულია დაახლოებით 5 მლნ ლარი, აქტივობა საკმაოდ მაღალია და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები და პასუხისმგებლიანი ბიზნესი ასე კარგად თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას", - განაცხადა დაუშვილმა.