კორონავირუსთან საბრძოლველად მთავრობის მიერ შემქნილ StopCov ფონდში ამ დროისთვის 6 მლნ ლარია მობილიზებული. როგორც “საქმიანი დილის” ეთერში ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, აკუმულირებული თანხები პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება.
“ პირველ რიგში, ეს ფონდი იყო შედეგი იმისა, რომ ჩვენ არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა და რამდენიმე ათეულმა ბინზესმენმა გვთხოვა კონტრიბუცია განეხორციელებინათ კორონავირუსთან ბრძოლაში. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მხარდაჭერის თავმოყრა გაგვეკეთებინა ერთ ფონდში და ცენტრალიზებიულად მომხდარიყო ქვეყნის მასშტაბით არსებული საჭიროებების მხარდაჭერა.
გუშინ საღამოს მონაცემებით, ფონდში აკუმულირებული იყო უკვე 6 მლნ ლარი. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესი ძალიან პასუხისმგებლიანები არიან და მაქსიმალურად ჩართულები ვირუსთან ბრძოლის პროცესში”- აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
კითხვაზე, თუ როგორ მოხდება თანხების ხარჯვა, დაუშვილი პასუხობს:
“თანხების ხარჯვა მოხდება კანონის შესაბამისად. საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა პროცედურას, ანუ იმ გარემოებების მიხედვით, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, ნომერ პირველი პრიორიტეტი, რითიც უნდა მოხდეს ფონდში აკუმულირებული თანხების გამოყენება, ეს არის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილება. ბევრი ადამიანი მოგვმართვდა და ისინი გვთავაზობდნენ სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, რეალურად, რომ არ მომხდარიყო შემოთავაზებების და კონტრიბუციის არასწორი მიმართვა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმენა ცენტრალიზებული ფონდი.
ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს სახელმწიფოსთან. დღეს ამ ფონდიდან თანხები არ არის განკარგული და როდესაც გამოიკვეთება კონკრეტულ სამინისტროს ან მოქალაქეს სჭირდება მხარდაჭერა, სოციალური თუ სამედიცინო კუთხით, ცხადია, ამ ფონდიდან მოხდება თანხების მიმართვა. ეს ხდება მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციაში“- განაცხადა “საქმიანი დილის” ეთერში ბიზნესომბუდსმენმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი