მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

StopCoV ფონდში უკვე 17 მლნ 500 ათასი ლარია - ვინ არიან შემომწირველები?

5e823793582ac
BM.GE
30.03.20 22:13
1054
30 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში 17 მლნ 500 ათასი ლარი შეგროვდა.

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

სამედიცინო უნივერსიტეტი, 1 მლნ ლარი
ნიკორა, 100 ათასი ლარი
დემასი, 100 ათასი ლარი
ჯი-დი ჰოლდინგი, 100 ათასი ლარი
კასკო, 100 ათასი ლარი
ტიტალ დასენი, 100 ათასი ლარი
შპს 'აისბერგი 2', 100 ათასი ლარი
საქართელოს სადაზღვევო ჯგუფი, 50 000 ლარი
შპს „ჯეი3“, 50 ათასი ლარი
ლომისი, 50 ათასი ლარი
სს ლომისი, 50 ათასი ლარი
ბარამბო, 50 ათასი ლარი
ენერგონი, 30 ათასი ლარი
გიდანი, 30 ათასი ლარი
ოკრიბა, 20 ათასი ლარი
შპს „ერ ტე დე“ , 15 ათასი ლარი

ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund