მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

StopCoV ფონდში უკვე 21 მლნ 100 ათასი ლარია მობილიზებული

5e8603b1074cf
დათო ჯალაღონია
02.04.20 19:26
1514
2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფონდს, ფიზიკური პირების გადარიცხვებთან ერთად, შემდეგი კომპანიების შენატანები დაემატა: 
  • Bolero & Co (შპს კ და ქართული სპირტი), 200 ათასი ლარი
  • ევორდ ჰოლდინგი * AWARD Holding, 100 ათასი ლარი
  • ნობლექსი, 50 ათასი ლარი
  • სადაზღვევო კომპანია პრაიმი, 20 ათასი ლარი
  • ტიფლის პიაცა, 20 ათასი ლარი
  • ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანა“, 20 ათასი ლარი
  • ბიპი ტრეიდი, 15 ათასი ლარი
  • საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი
  • შპს „ულტრა“, 10 ათასი ლარი
  • ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმო, 5 ათასი ლარი
  • შპს "რეალექსპერტი", 5 ათასი ლარი. 
ამასთან, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, "ქართული ოცნების" მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

კომპანიების სრული სია, რომლებმაც ამ დროისთვის #StopCoV ფონდში შენატანები განახორციელეს, ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზეა მოცემული. აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.