მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stopcov.ge - დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.36 %-ია

60caf31005903
ინგა მურუსიძე
17.06.21 11:12
371
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 991 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 38, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 060 საიდანაც: 2 926 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 618, აჭარაში - 234, იმერეთში - 388. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 647 პირი, მათ შორის, თბილისში - 287, აჭარაში - 58, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 9, იმერეთში - 14. 602 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 348 - თბილისში, 221- აჭარაში. 5 532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 42, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 858 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 122, პირი, აჭარაში - 1 469, იმერეთში - 1 097", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.