კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაცია STOP COVID-ის ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა. აპლიკაცია 16 აპრილიდან არის ხელმისაწვდომი.
BMG დაინტერესდა, რამდენად გაამართლა აპლიკაციამ და სარგებლობს თუ არა მოსახლეობა STOP COVID-ით?
"Stop Covid აპოლიკაციას ძალიან დიდი სარგებელი იმ შემთხვევაში ექნებოდა, ყველა ჩვენგანს რომ ჩამოეტვირთა; როცა ვსაუბრობთ შემთხვევების მატებაზე, ვკითხულობთ სად იყო ეს შემთხვევები და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ სწორედ ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რადგან ჩვენივე ინტერესებში შედის, რომ დროულად გავიგოთ, ვიყავით თუ არა კონტაქტში ინფიცირებულთან. მეორე მხრივ, ჩვენთვის შედარებით ადვილია მუშაობა იმ პირებთან, რომლებსაც დაუდასტურდებათ კოვიდი, რადგან ასეთი ადამიანი არ არის ბევრი. მათთან მიდის მუშაობა იმაზე, რომ თავიანთი სტატუსი შეიყვანონ სისტემაში. ეს მათი პირადი სურვილით უნდა მოხდეს, თუმცა მათაც უნდა გაითვალისწინონ, რომ სხვა ადამიანებს დაეხმარებიან იმის გარკვევაში, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულთან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
მისი ინფორმაციით, ამჟამად აპლიკაცია 400 ათასამდე ადამიანმა ჩამოტვირთა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აპლიკაცია ჩამოვტვირთოთ. დაახლოებით, 400 ათასმა ადამიანმა უკვე ჩამოტვირთა; ასევე, არის მცირე რაოდენობა პაციენტების, ვინც შეიყვანა მონაცემები, მაგრამ ეს მაჩვენებელი ცოტაა. დაახლოებით, მილიონ ადამიანს რომ ჰქონდეს ჩამოტვირთული, სურათი შეიცვლებოდა და 2-მდე თუ ავედით, საერთოდ ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი