01.სექტემბერი .2020 16:15

სტრატეგია, რომ იმუნიტეტი COVID-19-თან საბრძოლველად გამოდგება, სახიფათოა - ექსპერტი

views 237
უკან

თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის წევრი და ექსპერტი, ექიმი სკოტ ატლასი აცხადებს, რომ სტრატეგია, თითქოს იმუნიტეტი COVID-19-თან საბრძოლველად გამოდგება, სახიფათოა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ექსპერტის განცხადებით, მას აღნიშნული სტრატეგიისთვის მხარი არასდროს დაუჭერია და აღნიშნავს, რომ ამ მიდგომით შეიძლება, მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი დაზარალდეს და როგორც ინფიცირებულთა, ასევე, გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

გამოცემის მიხედვით, იმუნიტეტის გამომუშავებას, მაგალითად, აშშ-ში შესაძლოა 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლოს.

WHO-ს ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარია ვან კრეჰოვე აცხადებს, რომ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იმუნიტეტზე საუბრობს, ამაში ვაქცინაციის შედეგად შექმნილ იმუნიტეტს გულისხმობს და არა ვირუსის გადატანის შედეგად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.

„თუკი ჩვენ ბუნებრივად შექნილ იმუნიტეტზე ვისაუბრებთ, ეს ძალიან სარისკოა. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფიცირების რაოდენობა იზრდება და უფრო მეტი ადამიანი იღუპება“, - აღნიშნავს კრეჰოვე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა