მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტები გერმანიაში ფრენების დანიშვნის მოთხოვნით კანცელარიასთან აქციას გამართავენ

5f0d62d06ac0e
ელენე გოგბერაშვილი
14.07.20 11:44
2214
ქართველი სტუდენტების ჯგუფი დღეს, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ. ისინი გერმანიაში ე.წ. საზაფხულო არდადეგებზე 3-თვიანი დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის ავიარეისების დანიშვნას ითხოვენ. ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. 

სტუდენტებმა აღნიშნული მოთხოვნით ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას წერილობითაც მიმართეს. ადრესატებს შორისაა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და ლევან კობერიძეც.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტის ტრიბუნიდან ახალგაზრდების პრობლემა რამდენჯერმე გააჟღერა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას მიმართა, სტუდენტებს ეკონომიკის მინისტრთან უშუამდგომლოს.


„სტუდენტებმა, რომლებსაც აქვთ კონტრაქტი გერმანელ დამსაქმებლებთან და ზაფხულის განმავლობაში თავიანთი შრომით ცდილობენ მოაგროვონ გარკვეული თანხა, ქვეყანაშიც შემოიტანონ და სწავლის საფასური გადაიხადონ, წერილობით მოგვმართეს - მათი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს გერმანიის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული ფრენები ადექვატურ ფასად.

იქნებ მისცეს მთავრობამ ეს შესაძლებლობა და ოპერატიულად განიხილოთ ეს საკითხი. ეს წერილი გაგზავნილია ნათია თურნავასთან და იმედია, მთავრობა ყურად იღებს სტუდენტების თხოვნას და ოპერატიულად მიიღებს ზომებს - ეს სტუდენტები დახმარებას არ ითხოვენ, ითხოვენ ხელი შეუწყონ რომ თავისი შრომით შეძლონ შემოსავალი მიიღონ და ეს მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა" - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე.

სტუდენტებს ლევან კობერიძე აქციის შემდეგ დღესაც შეხვდება. მიმართვის მიუხედავად ახალგაზრდებს, ეკონომიკის სამინისტროდან არავინ გამოხმაურებია.

სტუდენტები ამბობენ, რომ მათ უმეტესობას გერმანიში საცხოვრებელი ბინის ქირაც კი  წინასწარ აქვს დაფარული. ამ თანხებს კი იხდიან იმ იმედით, რომ ზაფხულში შეძლებენ გამოიმუშაონ სამი თვის მანძილზე 3000-დან 4000 ევრომდე თანხა, რომელსაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლის გადასახადსა და სხვა მნიშვნელოვან საქმეში დახარჯავენ.

„ჩვენ სტუდენტებს, გერმანული სამუშაო მოწვევები უკვე გვაქვს და აღნიშნული საბუთების საფუძველზე მუშაობა გერმანიაში ივლისში უნდა დაგვეწყო, შესაბამისად, გერმანელი დამსაქმებლები გველოდებიან და საბუთში არსებული თარიღის დაგვიანებით ჩასვლა გვიქმნის პრობლემებს მათთან. ვითხოვთ, უახლოეს დღეებში დაინიშნოს რეისი, რადგან როგორც ვიცით, 1 აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგება, რაც გვიქმნის პრობლემას. მივმართავთ, პრემიერ-მინისტრს გულთან მიიტანოს ჩვენი საკითხი“, - ამბობენ სტუდენტები.