მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტების მოთხოვნის გამო, შესაძლოა, სპეცრეისი უნგრეთშიც დაინიშნოს

5f2bf2e74fcd3
BM.GE
06.08.20 16:30
1387

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპაში გამგზავრების მსურველ სტუდენტებს დახმარებას დაჰპირდა. გახარიამ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა და რამდენიმე უწყებას საკითხის დაორგანიზება დაავალა.

გერმანიაში სეზონურად დასაქმების უფლების მქონე სტუდენტებმა გახარიას რამდენიმე კვირის წინ მიმართეს. სპეციალურად მათთვის მთავრობამ ჩარტერული რეისი ჩანიშნა და სტუდენტები ბერლინში ჩავიდნენ. ასობით სტუდენტის სახელით გერმანიაში გამგზავრების მსურველმა სტუდენტებმა მთავრობას რამდენიმე დღის წინაც მიმართეს. გუშინ კი პრემიერს გამგზარებაში დახმარების თხოვნით საქართველოში ჩარჩენილმა 80-მდე სტუდენტმა მიმართა, რომლებიც უგრეთში იღებენ განათლებას.

„ჩვენ დავეხმარეთ სტუდენტთა ჯგუფს, რომელის დასაქმებული იყო გერმანიაში. ახლა როგორც არის ინფორმაცია, კიდევ არის ჯგუფი გერმანიის მიმართულებით. მინდა დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე განათლების სამინისტროს და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს, დავაორგანიზოთ 11 აგვისტოსთვის კიდევ ერთი რეისი. იყო ასევე თხოვნა უნგრეთში მცხოვრები და განათლების მიღების მსურველთა გამგზავრებაზე. დავაორგანიზოთ, შევისწავლოთ რამხელა ჯგუფია და საჭიროების შემთხვევაში ჩავნიშნოთ ჩარტერული რეისი. რაც მთავარია ბილეთის ფასი არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“, - განაცხადა გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ 80-მდე სტუდენტმა, რომელიც უნგრეთში სწავლობს, საქართველოს მთავრობას სპეცრეისის დანიშვნის თხოვნით, გუშინ, 5 აგვისტოს ღია წერილი გაუგზავნა, რომელიც მათივე თხოვნით, bm.ge-ზეც განთავსდა.