მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტების მოთხოვნის შემდეგ 25 ივლისს ბერლინის რეისი დაინიშნა

5f10152674710
BM.GE
16.07.20 12:45
1093

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო,სპეციალურ რეისებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

მათი ცნობით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა. თბილისი - ბერლინი - თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია “MyWay Airlines”-ი 25 ივლისს შეასრულებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე - www.mywayairlines.com იქნება შესაძლებელი.


თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც სტუდენტებმა, რომლებიც გერმანიაში დასაქმების პროგრამით უნდაგამგზავრებულიყვნენ, ჯერ ეკონომიკის მინისტრს მიმართეს, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს.


გერმანიაში სამუშაოდ წამსვლელი სტიდენტებისთვის სპეციალური ავიარესისი დანიშვნის შესახებ ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„არიან გარკვეული რაოდენობა სტუდენტებისა, ვისაც სამუშაოდ სურთ ჩასვლა გერმანიაში. ვიმსჯელეთ და დამტკიცდა სოციალური ჩარტერი - თბილისი - ბერლინი - თბილისი. მოვუწოდებ სტუდენტებს, მიმართონ სსიპ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს, რომელიც შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში და წარადგინონ დასაქმების ხელშეკრულება, რომ მათ აუცილებლად შეხვდეთ ბილეთი ბორტზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას და ხელს შევუწყობთ სტუდენტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


შეგახსენებთ, უკვე წლებია, საქართველოდან სტუდენტები საზაფხულო არდადეგების პერიოდში გერმანიაში 3 თვე სამუშაოდ მიდიან, წელს პანდემიის გამო კი, გამგზავრებას ვერ ახერხებენ, რადგან მიუხედავად უპირობოდ გახსნილი საზღვრებისა, გერმანიაში რეგულარული რეისები აგვისტომდე არაა დაგეგმილი.