მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტური დასაქმების პროგრამა „გრიდ ქონსთრაქშენში“

64817d6ff0ad3
BM.GE
08.06.23 12:00
5019
სამშენებლო კომპანია „გრიდ ქონსთრაქშენი“ ბაზარზე 15 წელია პოზიციონირებს. მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით კომპანია 150 დღეში აშენებს საცხოვრებელ კორპუსებს საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. 2007 წლიდან დღემდე დასრულებული პროექტების ჯამურმა ფართობმა 7 ჰა შეადგინა, ხოლო მიმდინარემ - 14 ჰა. კომპანიას დღემდე აშენებული აქვს 48 საცხოვრებელი კორპუსი, წლიური ბრუნვა კი 2022 წელს 30 მილიონ ლარს აღწევდა. კომპანიას დღეს დასაქმებული ჰყავს 350-მდე თანამშრომელი.

„გრიდ ქონსთრაქშენის“ მთავარი დამკვეთი არის ქართულ-ესტონური დეველოპერული კომპანია, რომელიც წლებია ბაზარზე მომხმარებლებისთვის ქმნის „შენი სახლი“-ს კონცეფციას საუკეთესო გარემოთი, მყუდრო და კომფორტული ცხოვრებისთვის.

ხარისხის სტანდარტის შენარჩუნებასა და ვადების დაცვას კვალიფიციური კადრები და გამართული შიდა პროცესები უზრუნველყოფენ. კომპანია დაარსების დღიდან ცდილობს გაზარდოს სფეროს პროფესიონალები და განსაკუთრებულ აქცენტს სტუდენტების დასაქმებაზე აკეთებს. 2023 წლიდან „გრიდ ქონსთრაქშენმა“ დანერგა სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სამშენებლო და მასთან დაკავშირებული ფაკულტეტის სტუდენტებს მიიღონ მათთვის საინტერესო სფეროში დასაქმების რეალური შანსი. პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკული სწავლების 6 თვეს, რომლის შემდეგაც კანდიდატი კონკრეტულ პოზიციაზე ინიშნება. პროგრამის სწავლების პერიოდი ანაზღაურებადია, რაც სტუდენტებს დამატებით მოტივაციას აძლევს.

პროგრამაში მოსახვედრად სტუდენტებს სპეციალური ფორმის შევსება ევალებათ, რომელიც კომპანიის Facebook გვერდზე არის განთავსებული. ამ ეტაპზე კომპანიას აღნიშნული პროგრამით დასაქმებული ჰყავს 10 სტუდენტი. ეტაპობრივად ხდება ახალი ნაკადების გადარჩევა და პროგრამაში ჩართვა.

„15 წელია, რაც კომპანია პოზიციონირებს ბაზარზე და ეწევა სამშენებლო სამუშაოებს. მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რთულია პროფესიონალი კადრების მოძიება და მათი შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება თავად გაზარდოს პროფესიონალები და მისცეს მათ კარიერული განვითარების რეალური შესაძლებლობა. პროექტის ინიციატივა კომპანიის ხელმძღვანელობისგან წარმოიშვა, რომლის აღსრულებაზე კომპანია სრული რესურსით ჩაერთო. პირველ რიგში აქტიური კომუნიკაცია დამყარდა უნივერსიტეტებთან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან სამშენებლო ან მასთან დაკავშირებული ფაკულტეტებით. ასევე, ინფორმაციას ვავრცელებთ სოციალურ ქსელში და დასაქმების საიტებზეც. დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ინიშნება შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ვაცნობთ კომპანიას, მის საქმიანობას და პროგრამის პირობებს.

ახალგაზრდები, რომლებიც გადაწყვეტენ ჩვენთან თანამშრომლობას, უფორმდებათ სამუშაო ხელშეკრულება და იქმნება სამუშაო გრაფიკი, რომელიც მათზე მაქსიმალურად მორგებულია. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სტუდენტები გადიან გასაუბრებებს კომპანიის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან და ეცნობიან სამუშაო გარემოს. ამ პერიოდის მანძილზე ახალგაზრდა როგორც ოფისში, ასევე სამუშაო ობიექტებზე ეცნობა კომპანიის ძირითად საქმიანობებს (ეს შეეხება მშენებლობას, პროექტირებას, შესყიდვებს, საწყობის მართვას და სხვა), დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩართულია და ესწრება ყველა მნიშვნელოვან სამუშაოსა და შეხვედრას. ამ პერიოდში ახალგაზრდებს აქვთ მზარდი ანაზღაურება“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი დიმიტრი მერაბიშვილი.

(რ)